შხეფების საწინააღმდეგო პასტა - Düsofix
შხეფების ფორმირება ჩვეულებრივი მოვლენაა MIG და MAG შედუღების პროცესში. მხოლოდ ოპტიმალურად მორგებულ ავტომატიზებულ პროცესში არის შესაძლებელი საშემდუღებლო შხეფების ფორმირების თავიდან აცილება, თავიდანვე, შეძლებისდაგვარად. ხელით შედუღების დროს სანთურისა და დასამუშავებელი საგნის სწორი მომზადებით შესაძლებელია შევამციროთ საშემდუღებლო შხეფების მიწებება მინიმუმამდე. ABICOR BINZEL -ის შხეფების საწინააღმდეგო პასტა - Düsofix-ი წარმოადგენს საშემდუღებლო ანტიადჰეზივს, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად გაზის საქშენებისთვის, კონტაქტის წვერებისა და გაზის დიფუზორებისთვის. ადვილი გამოყენების შესაძლებლობის, საიმედოობისა და პრაქტიკული შეფუთვის გამო, ის იდეალურია ყოველდღიური რთული საშემდუღებლო სამუშაოებისთვის.
Düsofix-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტა თავისი სტაბილური ქილით შესაძლებელია მოთავსდეს ნებისმიერ საშემდუღებლო ჯიხურში, საწარმოო დარბაზსა თუ მისი დიდი შემადგენელი ნაწილების იატაკზე, სწორ, შემდუღებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. მოკლედ რომ ვთქვათ, მას ბევრი რამის შეთავსება შეუძლია.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის შევლებით
- რატომ შხეფების საწინააღმდეგო პასტა - Düsofix-ი?
- საშემდუღებლო ანტიადჰეზივის - Düsofix-ის მოქმედება
- ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტა: გამოყენების სფეროები
- ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტის შემადგენლობა
- ვიდეოები ანტიადჰეზივის შესახებ
- ბლოგები შხეფებისგან დაცვის შესახებ
- დოკუმენტაცია
რატომ შხეფების საწინააღმდეგო პასტა Düsofix?
რკალური შედუღების დამცავ გაზიან გარემოში საშემდუღებლო შხეფები აუცილებლად წარმოიქმნება. ეს შესაძლებელია მოხდეს რკალის ანთებისას, მოკლე შერთვის შემთხვევაში ან თუნდაც მაშინ, როდესაც ლითონის წვეთები მავთულიდან არ მოხვდება საშემდუღებლო ღარში ან კვლავ გამოიფრქვევა საშემდუღებლო ღარიდან. ისინი შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებთ გაიფრქვეს. საშემდუღებლო ნაწილაკები არა მხოლოდ დასამუშვებელ ნაწილზე და მიწებებულ დეტალებზე ხვდება, თუ ისინი მოხმარებაშია, არამედ, ასევე თავად სანთურის წინა ნაწილზეც. გაზის საქშენი, კონტაქტის წვერი და გაზის დიფუზორი წარმოადგენს ცვეთად ნაწილებს, რომლებიც ყველაზე ახლოსაა პროცესთან და ამავდროულად, პირდაპირ განიცდიან ცხელი ნაწილაკების ზემოქმედებას.
ნარჩენები გაზის საქშენებზე და მასთან დაკავშირებულ ნაწილებზე
გაზის საქშენს უკვე აქვს ძალიან გლუვი ზედაპირი, მაგრამ მხოლოდ ეს არის საკმარისი საშემდუღებლო შხეფების გაზის საქშენში ან სხვა ნაწილებში ჩაწვისა და გაზის ნაკადის შეფერხების თავიდან ასაცილებლად. შხეფების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით გაზის საქშენისა და მისი ნაწილებისთვის, მნიშვნელოვანწილად ეწინააღმდეგება საშემდუღებლო შხეფების მიწებებას. შხეფების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების გარეშე, საშემდუღებლო შხეფების მიწებება ხდება, რაც ხელს უშლის დამცავი გაზის ლამინარულ ნაკადს. შედეგად, რკალი არ არის ადექვატურად დაცული გარედან მოხვედრილი ჰაერისგან, არასაკმარისი გაზის ნაკადის გამო, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფორების ჩანართები. ეს იწვევს საშემდუღებლო ნაკერის ხელახლა დამუშავების ან ნაკაწრის გასწორების საჭიროებას, თუ ხელახლა დამუშავება არ არის შესაძლებელი.
თუ საშემდუღებლო ნაწილაკები ხვდება პირდაპირ კონტაქტის წვერის წინა მხარეს და ამრიგად ქმნის შხეფების ერთგვარ ხიდს გაზის საქშენის შიგნით, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ნაკადის გადაცემა გაზის საქშენიდან დასამუშავებელი ნაწილისკენ. გაზის საქშენის წვერზე მოხვედრილ შხეფებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს მავთულის სტაბილური მიწოდება. გაუმართაობის მასშტაბიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს მავთულის ე.წ. გაჭედვაც კი. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია საშემდუღებლო პროცესის შეჩერება და კონტაქტის წვერის შეცვლა.
იდეალური, შემდუღებლის რთული ყოველდღიური რუტინისთვის
შხეფების საწინააღმდეგო პასტა - Düsofix-ი ისხმება ლითონის ქილაში და შესაძლებელია მისი კარგად დადგმა პრაქტიკული ფორმიდან გამომდინარე. ის ასევე უსაფრთხოდ თავსდება რთულ სამუშაო პირობებში სადაც სამუშაო მასალების ფრთხილად მოპყრობა ვერ ხერხდება. დაჭყლეტა არ აზიანებს ქილას და გავლენას ვერ ახდენს თავად შხეფების საწინააღმდეგო საშუალებაზე.
კიდევ ერთი დიდი უპირატესობა: ABICOR BINZEL-ის ყველა სხვა ანტიადჰეზივის მსგავსად, Düsofix-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტა საერთოდ არ შეიცავს სილიკონს! თუ შემთხვევით რამდენიმე წვეთი მოხვდება დასამუშავებელ საგანზე, ცხელი სანთურის თავის პასტაში ჩაწობის შემდეგ, შემდგომი ჩვეულებრივი ეტაპები, როგორიცაა დამცავი ფენის გადასმა, მოთუთიება ან შეღებვა, რა თქმა უნდა, კვლავ შესაძლებელია.
თუ ეს კონკრეტული შხეფების საწინააღმდეგო საშუალება სპეციალურად შექმნილია სანთურის წინა ნაწილის წინასწარი დამუშავებისთვის, ასევე არსებობს ანტიადჰეზივი, რომლიც ექსკლუზიურად განკუთვნილია დასამუშავებელი ნაწილისთვის. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო სპრეის, ლურჯი ფერის ინდიკატორით. გამაცალკევებელი საშუალება გაზის საქშენისთვის, დასამუშავებელი ნაწილისა და მიწებებული დეტალებისთვის არის Super Pistolenspray NF-ი.
საშემდუღებლო ანტიადჰეზივის - Düsofix-ის მოქმედება
შხეფების საწინააღმდეგო საშუალება - Düsofix წარმოქმნის დამცავ ფენას საშემდუღებლო სანთურის ნაწილებზე, რომელთა ჩადებაც ხდება პასტაში. გაციებისას მისი კონსისტენცია გავს ცვილს. როდესაც გახურებული საშემდუღებლო სანთურის წინა მხარე ჩაიდება, ეს ცვილი ხდება მსუბუქი და წარმოქმნის სრულყოფილად გადანაწილებულ დამცავ აპკს ხელსაწყოს ნაწილების გარშემო, რომლებიც ამგვარად პირდაპირ დაცულია ზედმეტი შხეფების მიწებებისგან. თუმცა, მიწებებული საშემდუღებლო შხეფი შეიძლება მოშორდეს გაზის საქშენის გაწმენდით. შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერება - Düsofix-ი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს გაზის საქშენის, კონტაქტის საქშენისა და გაზის დიფუზორის მუშაობის ხანგრძლივობას.
ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტა: გამოყენების არეალი
პასტისებური საშედუღებლო შხეფებისგან დაცვა გაზის საქშენებისთვის განკუთვნილია ნებისმიერი საშემდუღებლო მოქმედებისთვის, ხელით შედუღებისას. Düsofix-ი გამოირჩევა მისი უსაფრთხო ტარების შესაძლებლობითა და მტკიცე ქილით, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც საგნები გარკვეულწილად უხეში და ჭუჭყიანია. ის ასევე პოპულარულია საშემდუღებლო მაგიდაზე, რადგან არის ზუსტად შემდუღებლის გვერდით, როდესაც ხდება დიდი ნაწილების ან რთული სივრცეების შედუღება. თავად პასტა სრულიად უსაფრთხოა ხელში ასაღებად, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის. თუ დაგავიწყდებათ ლითონის ქილის სახურავის დახურვა სამუშაო დღის ბოლოს, ესეც არ იმოქმედებს შემადგენლობასა და თვისებებზე შემდეგი დილისთვის.
ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტის შემადგენლობა
Düsofix-ი არის პასტისებური, პრაქტიკულად უსუნო ტექნიკური ვაზელინი, რომელიც არ შეიცავს სილიკონს, ანუ ე.წ. პეტროლატუმი. მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჟონვა ან გადმოღვრა იმ შემთხვევაში, თუ ლითონის ქილა გადმოვარდება საშემდუღებლო მაგიდიდან იატაკზე ან ვინმეს ხელი მოუხვდება მასზე. მას შემდეგ რაც თბილი საშემდუღებლო სანთურის წინა ნაწილი ჩაიდება პასტაში, ზედმეტი ანტიადჰეზივი მარტივად ჩამოიღვრება.
ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტა ქმნის დამცავ აპკს, რომელიც საკმარისად სქელია იმისათვის რომ მიღწეული იქნას ძალიან კარგი გაცალკევების ეფექტი, მაგრამ ამავდროულად, არ ეკვრის ძალიან სქლად, ისე რომ უწყვეტი გაზის ნაკადის გატარება იყოს გარანტირებული.
ეს შხეფების საწინააღმდეგო პასტა, რომელიც ათწლეულების მანძილზე გამოიცადა და დაიტესტა, წარმოადგენს უსაფრთხო არჩევანს გაზის საშენის მოსამზადებლად და ყველა სათადარიგო ნაწილი პირდაპირ ერთვება პროცესში. Düsofix-ზე არ ვრცელდება რაიმე სპეციალური უსაფრთხოების რეგულაციები, არც მის გამოყენებაზე ან ტრანსპორტირებაზე ხმელეთით თუ ზღვით და არც შენახვაზე.
ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო პასტის - Düsofix-ის თავისებურებები:
- სპეციალურად გაზის საქშენისა და მისი ნაწილების წინასწარი მომზადებისთვის
- მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ცხელ გაზის საქშენთან
- იდეალურია შემდუღებლის რთული სამუშაო რუტინისთვის
- პრაქტიკული ლითონის ქილის შეფუთვა
- აპრობირებულია ათწლეულების მანძილზე
- არანაირი რისკი ტრანსპორტირების, შენახვისა და დამუშავებისას
- ბიოდეგრადირებადი
- არ შეიცავს სილიკონს