შხეფების საწინააღმდეგო სპრეი დასამუშავებელი ნაწილის ზედაპირისთვის
MIG და MAG შედუღებისას წარმოიქმნება საშემდუღებლო შხეფები, რომლებიც გაიფრქვევა გაზის საქშენების, კონტაქტის წვერისა თუ დასამუშავებელი ნაწილის მიმართულებით. ზედაპირიდან გამომდინარე, საშემდუღებლო შხეფები შეიძლება აისხლიტოს, მიეწებოს ან ჩაიწვას ზედაპირზე. გლუვი ზედაპირი უფრო ნაკლებად აძლევს შხეფებს მიკრობის საშუალებას, ვიდრე უხეში. თუ გაფრქვეული ნაწილაკები მიეკრობა დასამუშავებელი საგნის ზედაპირზე, ხშირად მათი მოშორება დიდ ძალისხმევას მოითხოვს შედუღების შემდეგ, შემდგომი დამუშავების პროცესზე გადასვლამდე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროისა და თანხის ფუჭად ხარჯვასთან. სწორი წინასწარი დამუშავების შემთხვევაში შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერებით, ნაწილის იმ ადგილებში სადაც საშემდუღებლო შხეფები შეიძლება მოგროვდეს, მიწებება და ჩაწვა მნიშვნელოვანწილად შემცირდება.

დასამუშვებელი საგნის დიდ არეალზე შესასხურებლად სპეციალურად განკუთვნილია ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო სპრეი - ABIBLUE NF. ლურჯი ფერის ნიშნით ეს არაალებადი საშემდუღებლო დამცავი სპრეი ზუსტად მიგვანიშნებს რომელი ნაწილია უკვე დასველებული და სად არის საჭირო კიდევ შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერების დამატება. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს არ უშლის შედუღების პროცესს. დასამუშავებელი საგნის ზედაპირზე, რომელზეც შესხურებულია ABIBLUE NF-ი, საშემდუღებლო შხეფები არც კი ეკრობა და შედუღების შედეგ მათი მოშორება ადვილად შეიძლება. ეს შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერება ამცირებს დასამუშავებელი საგნის ხელახლა დამუშავების საჭიროებას წარმოქმნის ალბათობას და შესაბამისად, შემდგომ ნაბიჯზე, მაგალითად, შეღებვის ეტაპზე გადასვლა შესაძლებელია უფრო სწრაფად მოხდეს.
NF აღნიშნავს არაალებადს (non-flammable) და ამრიგად, აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის მოთხოვნებს. ადვილად ბიოდეგრადირებადი ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღდეგო სპრეი, რომელიც დაფუძნებულია წყალში ხსნად ინგრედიენტებზე, წარმოადგენს იდეალურ თანამგზავრს შემდუღებლისთვის, მის „ცხელ“ სამუშაო ადგილზე. საშემდუღებლო შხეფები დიდ დასამუშავებელ საგნებზე ნამდვილად ჯოჯოხეთში ხვდებიან ABIBLUE NF-ის წყალობით.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- რატომ ABIBLUE NF?
- ABIBLUE NF-ის მოქმედება
- ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალების ABIBLUE NF-ის გამოყენების სფეროები
- ABIBLUE NF -ის შემადგენლობა
- ABICOR BINZEL-ის სტანდარტი: შხეფების საწინააღმდეგო საშუალება - ABIBLUE NF
- ABIBLUE NF vs. Super Pistolenspray NF
- ბლოგები შხეფების საწინააღმდეგო სპრეის შესახებ
- დოკუმენტაცია
რატომ ABIBLUE NF?
MIG და MAG შედუღება წარმოადგენს ისეთ პროცესებს, რომლის დროსაც აუცილებლად წარმოიქმნება საშემდუღებლო შხეფები. რეალურად, მათი ფორმირება შესაძლებელია ცოტათი შემცირდეს დენის წყაროსთან კარგი მორგებით, მაგრამ ისინი მაინც უბრალოდ MIG/MAG შედუღების ნაწილია. მიწებებული საშემდუღებლო შხეფი საკმაოდ გამაღიზიანებელია, რადგან ჩვეულებრივ, მათი მოშორება დიდ სირთულეს უკავშირდება, რაზეც იხარჯება ძვირფასი დრო. უარეს შემთხვევაში დასამუშავებელი საგანი შესაძლებელია გაიკაწროს, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საშემდუღებლო შხეფების მიწებების თავიდან აცილება კარგი შხეფების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით, შედუღების დაწყებამდე.
ABIBLUE NF-ს შეიძლება თამამად ეწოდოს ზედაპირის სასწაული, რადგან ის ძალიან კარგად ჩერდება გლუვ ზედაპირებზეც კი. ლურჯი ფერის მაჩვენებლი მიგვითითებს დასამუშავებელი საგნის უკვე დასველებულ ნაწილზე, ისე რომ შხეფების მიწებების წინააღმდეგ განგრძობადი დაცვა გარანტირებულია და ამავდროულად, თავიდან ავიცილებთ ზედმეტად გამოყენებაც.
სილიკონის ნარჩენების გამორიცხვა
ყველა შხეფების საწინააღმდეგო საშუალების მსგავსად, ABICOR BINZEL-ის ABIBLUE NF-იც საერთოდ არ შეიცავს სილიკონს! ამრიგად, ყოველგვარი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ სილიკონის ნარჩენები დარჩება დასამუშავებელი საგნის ზედაპირზე და გამოიწვევს დამცავი ფენის ან საღებავის შენარჩუნების პრობლემას, შესაძლებელია მარტივად იქნას აღმოფხვრილი.
ჩვენ ასევე რეკომენდაციას ვუწევთ ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებულ Super Pistolenspray NF -ს, როგორ დამატებით შხეფების საწინააღმდეგო საშუალებას დასამუშავებელი საგნებისთვის. ეს შხეფების საწინააღმდეგო სპრეი გამოიყენება დასამუშავებელ საგნებზე, გირაგსა და სანთურის წინა ბოლოზე შესასხურებლადაც, სადაც განთავსებულია გაზის საქშენი, ასევე, კონტაქტის წვერსა და კონტაქტის წვერის დამჭერზეც. რა თქმა უნდა, Super Pistolenspray NF-იც არ შეიცავს სილიკონს!
ABIBLUE NF-ის მოქმედება
როგორც კი მოხდება ABIBLUE NF-ს სპრეის შეფრქვევა დასამუშავებელ საგანზე, ფორმირდება დამცავი აპკი, რომელიც ხელს უშლის საშემდუღებლო შხეფების ჩაწვასა და მიწებებას. განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით, ის კარგად ჩერდება გლუვ ზედაპირებზეც კი. ის ნაწილები სადაც სპრეი დასხმულია შეიძლება ამოვიცნოთ ლურჯი ფერის მაჩვენებლით, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მოხმარებას.
საშემდუღებლო შხეფი, რომელიც მოხვდება ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალებით დასველებულ ზედაპირზე, პირდაპირ აისხლიტება. თუ გარკვეული ნაწილაკები დარჩება ზედაპირზე და გაცივდება იქვე, მათი მოშორება ადვილად იქნება შესაძლებელი მასალის დაზიანების გარეშე. ამ შხეფების საწინააღმდეგო საშუალების ნარჩენები ჩამორეცხვა მარტივად ხდება წყლით.
ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალების - ABIBLUE NF-ის გამოყენების არეალი
ABIBLUE NF არის იდეალური არაალებადი შხეფების საწინააღმდეგო საშუალება, დიდი დასამუშავებელი საგნების ზედაპირებისთვის და გამოიყენება ყველანაირი საშემდუღებლო, დაჭრისა და ლაზერით ჭრის შემთხვევებში. შედუღება დახურულ ოთახებში ასევე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ABIBLUE NF-ის გამოყენებისთვის, რის გამოც ეს შხეფების საწინააღმდეგო სპრეი იდეალური დამხმარეა სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, როგორიცაა:
- ავზების მშენებლობა
- გემთმშენებლობა
- სარკინიგზო მანქანების წარმოება
- ხიდების მშენებლობა
- მილსადენების მშენებლობა
- მზის ენერგიის საწარმოების მშენებლობა
ABIBLUE NF ასევე იდეალურია შემდეგი წარმოებებისთვის:
- სამშენებლო და მიწის გადასაზიდი მანქანები
- კრანები
- ქარის გენერატორები
- თვითმფრინავები
- სატვირთო მანქანები
- ავტომობილები
- ელექტრო მანქანები
ძირითადად ის წარმოადგენს უსაფრთხო საშუალებას ნებისმიერ ადგილას სადაც არასაკმარისი ვენტილაციაა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერ სხვა ადგილასაც.
ABIBLUE NF-ის შემადგენლობა
ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერება შედგება მცენარეული ზეთის წყლის ემულსიისგან და არ ექვემდებარება რაიმე სპეციალურ უსაფრთხოების რეგულაციებს გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების შემთხვევაში. მასში ასევე შედის დასამაგრებელი კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფს მის გაჩერებას გლუვ ზედაპირებზე, არ შეიცავს სილიკონს, ადვილად ბიოდეგრადირებადია და ამავდროულად გარემოსთვის უსაფრთხოა. წყლისა და ზეთის ემულსია ხელმისაწვდომია 1,10 და 20 ლიტრიან კონტეინერებში და შეფრქვევის მიზნით ხდება მისი გადასხმა პულვილიზატორიან ბოთლში. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ 400 მლ ლითონის პულვილიზატორიან ბოთლს და ასევე 500 მლ პლასტმასის პულვილიზატორიან ბოთლს, რომელთაც მოყვება სატუმბი ვაპორაიზერი.
დასამუშვებელი საგნის შედუღება შესაძლებელია მოხდეს ABIBLUE NF-ის გამოყენებით შეფრქვევისთანავე, რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი საგამოცდო ინსტიტუტის მეირ. ვინაიდან მისი ჩამორეცხვა შესაძლებელია წყლით, პირდაპირ შესხურებისა და შედუღების შემდეგ, ის საშუალებას იძლევა რომ დასამუშავებელი საგანი დამუშავდეს პირდაპირ ისეთი ფორმით როგორიცაა საღებავის გადასმა ან ცხელი მოთუთიება.
ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალების მნიშვნელოვანი თავისებურებები:
- განსაკუთრებით შესაფერისია დიდი დასამუშავებელი საგნების ზედაპირისთვის
- დასამუშავებელი საგანი შეიძლება შედუღებული იქნას პირდაპირ ნივთიერების გამოყენების შემდეგ
- არაალებადი ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტის შესაბამისად
- არ შეიცავს სილიკონსა და ცვილს და მისი ჩამორეცხვა წყლით შეიძლება
- მისი ტრასპორტირება, შენახვა და დამუშავება არ არის დაკავშირებული რისკებთან
- ბიოდეგრადირებადი და ეკომეგობრული
- გამოიყენება ნებისმიერ ფოლადის მასალაზე
ABICOR BINZEL NFის სტანდარტი: შხეფების საწინააღმდეგო საშუალება - ABIBLUE NF
თავიანთ სამუშაო გარემოში შემდუღებლები ხვდებიან ისეთი საფრთხეების პირისპირ, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, თუ შესაბამისი დაცვის ღონისძიებები არ იქნება გატარებული. ABICOR BINZEL-ში შემდუღებლის უსაფრთხოება არის უპირველესი პრიორიტეტი. შხეფების საწინააღმდეგო საშუალება - ABIBLUE NF-ი ერთ-ერთია ABICOR BINZEL-ის არაალებადი საშემდუღებლო ქიმიკატების პორტფელის სამი პროდუქტიდან, რომლებზეც ნებადართულია »NF« სუფიქსის დამატება, არაალებადის აღსანიშნავად (non-flammable). Super Pistolenspray NF-ის შხეფების საწინააღმდეგო სპრეისა და BTC-20 NF და BTC-50 NF გამაგრილებლებთან ერთად, ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო სპრეის ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტი აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და სტანდარტებსაც კი.

კანონით დადგენილი წესები და სტანდარტები შემდეგია:
- The GHS (Globally Harmonized System/გლობალურად ჰარმონიზებული სისტემა), სადაც კლასიფიკაცია ხდება მთლიანი პროდუქტის ცალკეული ნედლეულის მიხედვით, მავნებლობის მაჩვენებელთან მიმართებაში.
- ტესტირება აეროზოლის შესახებ დირექტივის მიხედვით (ევროპის საბჭოს 75/324/EEC დირექტივა, წევრი სახელმწიფოების აეროზოლების დისპენსერებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის შესახებ), სადაც შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერების არააალებადობა განისაზღვრება მის მთლიანობაში ცეცხლის ალის შეფრქვევის ტესტითა და ბარელის ტესტით.
ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტი მკვეთრად აღემატება 75/324/EEC დირექტივით დადგენილ სტანდარტს, რადგან 75/324/EEC-ის პროდუქტებზე, რომლებზეც არის აღნიშვნა »NF« სუფიქსის სახით, დადასტურებულია მათ არააალებადობა დამატებით, სტანდარტიზებული საშემდუღებლო ტესტებით სხვადასხვა პრაქტიკულ პირობებში. შემდუღებლისთვის, მისი დამსაქმებლისა და მწარმოებელი კომპანიისთვის, ეს ნიშნავს უმაღლესი დონის უსაფრთხოებას. სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, უშუალოდ შემდუღებლის გარშემო მოულოდნელად არაფერი აალდება და არც შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერების ქილებს შეიძლება გაუფრთხილებლად გაუჩნდეს ცეცხლი.
ABICOR BINZEL-ის ABIBLUE NF-ის სათანადოდ გამოყენებისას მწარმოებელ კომპანიებს გარანტია აქვთ, რომ შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერება არ აალდება და მიიღებენ შედუღების საუკეთესო შედეგებს.
ABIBLUE NF vs. Super Pistolenspray NF
Super Pistolenspray NF-ი იდეალური უნივერსალური საშუალებაა საშემდუღებლო სანთურის წინა მხარის, დასამუშავებელი ნაწილისა და გირაგი ელემენტების დასამუშავებლად, ABIBLUE NF-ი კი საუკეთესო არაალებადი შხეფების საწინააღმდეგო საშუალებაა შედარებით დიდი ზომის ზედაპირებისთვის. განსაკუთრებული თავისებურებებიდან გამომდინარე, ის შესანიშნავად ჩერდება ნებისმიერ გლუვ ზედაპირზეც. შედუღების შემდეგ ადვილად ჩამოირეცხება ჩვეულებრივი წყლით. ამრიგად, დასამუშავებელი საგანი სწრაფადვე მზად არის შემდგომი ეტაპისთვის, როგორიცაა მაგალითად, შეღებვა, დამცავი ფენით დაფარვა ან ცხელი მოთუთიება.