საშემდუღებლო ქიმიკატები
საშემდუღებლო შხეფების თავიდან არიდება, შხეფების აირის საქშენზე მიწებების პრევენცია, სიმხურვალის გაფანტვის უზრუნველყოფა - ეს ის მოთხოვნებია, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს შედუღებისთვის საჭირო ქიმიურმა პროდუქტებმა - ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებულმა ABIBLUE & Co-მ. შხეფების საწინააღმდეგო საშუალებები, შესასხურებლები და კერამიკური სპრეი საიმედოდ უზრუნველყოფს ნარჩენებისგან დაცვას, როგორიცაა წყალი ან ზეთი, რომელიც რჩება დასამუშავებელ ნაწილზე ან შედუღებისას, საშემდუღებლო შხეფების ცვეთად ნაწილებზე მიწებების გამო. შხეფების საწინააღმდეგო საშუალების დასამუშავებელ ნაწილზე შესხურებას შედუღების დაწყებამდე ან აირის საქშენების, კონტაქტის წვერისა და არის გამანაწილებლის ნაწილის დასველებას კერამიკურლი სპრეით უშუალო გავლენა აქვს მთლიან ხარჯებზეც. თუ MAG შედუღებისას შხეფი მიეწებება, ის რჩება ნაწილზე და შემდეგ მოითხოვს ხელახლა დამუშავებას. თითოეული გადამუშავება დაკავშირებულია თანხასთან და ასევე შესაძლებელია ნაწილის დაზიანებაც გამოიწვიოს. საშემდუღებლო სანთურისა და დასამუშავებელი ნაწილის სწორად მომზადების შემთხვევაში, შესაძლებელია ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.
სითხით გაგრილებადი საშემდუღებლო და საჭრელი სისტემები საჭიროებს კარგ გამაგრილებელს იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სიმხურვალის გაფანტვა პროცესის დროს. ყველა ABICOR BINZEL-ის გამაგრილებელს შედარებით დაბალი - <4 მიკროსიმენსი თბოგამტარობა აქვს, რაც მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებია ვიდრე სხვა მწარმოებლების გამაგრილებლების თბოგამტარობა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალებებსა და გამაგრილებლები არასოდეს შეიცავს სილიკონს!
რატომ უნდა გამოვიყენოთ გამაგრილებელი და არა წყალი გაგრილების ხელსაწყოებში?
ყველა, ვინც აგრილებს საშემდუღებლო სანთურს მილიდან ჩამოსხმული წყლით, მალე ვეღარ შეძლებს ამ სანთურით შედუღებას. რატომ? წყალს აქვს შედარებით მაღალი გამტარობა, რომლიც მერყეობს 700-დან 900 მიკროსიმენსამდე (mS). როდესაც ელექტროდენი გადის წყალში, ელექტროენერგია გარდაიქმნება ქიმიურ ენერგიად. ამ მოვლენას ასევე უწოდებენ ძაბვის დაშლასაც. ამ პროცესში წყალბადისა და ჟანგბადის აირები გარდაიქმნება 2:1 შეფარდებით და ლითონის ნაწილები იშლება. წყლით გაგრილებად საშემდუღებლო სანთურში გაგრილების სითხე შედის დენის გამტარი სადენის გავლით. თუ ეს გამაგრილებელი სითხე არის ონკანის წყალი, გამოიყოფა ჟანგვის ნაწილაკები და სანთური გაიჭედება. ეს პროცესი ასევე ცნობილია როგორც ელექტრო კოროზია. სწორად შერჩეული გამაგრილებლით შეუძლებელია რომ დაიწყოს ელექტრო კოროზია და საშემდუღებლო სანთურიც რჩება სრულიად ეფექტური.