ABICLEANER – საშემდუღებლო ნაკერის საწმენდი მოწყობილობები და მეტი
სრულყოფილად დამუშავებული უჟანგავი ფოლადის მოაჯირები, ფასადები, რომლებიც ნამდვილად იქცევს ყურადღებას თავიანთი ლითონის ბზინვარებით, საკონტროლო კაბინეტები, რომლები კარგად ერწყმის გარემოს - ამ ყველაფრის ლამაზი ზედაპირები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და გამოირჩევა განსაკუთრებული მიმზიდველობით. ვისაც ერთხელ მაინც დაუმუშავებია ასეთი მაღალი მგრძნობიარობის ლითონი, კარგად იცის მათი სენსიტიურობის შესახებ. MIG (ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღება), MAG (აქტიური აირის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღება) და TIG (ინერტული აირის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღება) შედუღებისას წარმოიქმნება ნაკლებად მიმზიდველი ნადები, რომელიც უნდა მოშორდეს, რამდენადაც შესაძლებელია, რბილად, შედუღების პროცესის დასრულების შემდეგ. ლითონის ზედაპირის ან საშემდუღებლო ნაკერის წმენდის ჩვეულებრივი მეთოდები, როგორიცაა დეკაპირების პასტები, სახეხი იარაღები ან ქეჩის ღრუბლები, შეუსაბამოა, რადგან ისინი ტოვებს შეუხედავ ნაკაწრებს ზედაპირზე. ზოგიერთი ასევე ძალიან ტოქსიკურია. ABICOR BINZEL-ის ABICLEANER-ი ახლა უკვე გთვაზობთ საშემდუღებლო ნაკერის საწმენდ მოწყობილობებს, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ნადების მოშორებაა.
ABICOR BINZEL-ის ABICLEANER-ის მოწყობილობები რბილად, სწრაფად და უსაფრთხოდ წმენდს საშემდუღებლო ნაკერებს მაღალი მგრძნობიარობის ლითონებზე, როგორიც არის უჟანგავი ფოლადი. უჟანგავი ფოლადის გაპასიურება მარტივი პროცესია ელქტროქიმიური წმენდის ამ მოწყობილობებით. ABICLEANER AC/DC გამოიყენება ლითონის ზედაპირის გასაპრიალებლადაც.
ელექტროქიმიური წმენდა - აბრაზიული ხეხვის ტექნოლოგიის ალტერნატივა
უჟანგავი ფოლადის შედუღებისას, როდესაც საქმე ეხება ჟანგვას, რაც გამოიხატება გაუფერულებაში, რასაც ზოგი ასევე ნადების წარმოქმნასაც უწოდებს, უნდა მოხდეს კვლავ მისი მოშორება. ჟანგვა ხელს უწყობს კოროზიას, რომელიც აზიანებს ლითონის ზედაპირს. ნადების მოშორებით, ჟანგვის ფენაც შორდება და კოროზიის მიართ დაცვა აღდგება. საშემდუღებლო ნაკერების წმენდის კლასიკური ტექნიკა არის დეკაპირების პასტების გამოყენება, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამცავი ოქსიდის შრის აღდგენას. პრობლემა დეკაპირების პასტებთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ტოვებს შეუხედავ დეკაპირების ნალექს და ამასთანავე, როგორც წესი, ძალიან ტოქსიკურია. მათი გამოყენებისა და განადგურებისას დაცული უნდა იქნას სპეციალური უსაფრთხოების ზომები. აბრაზიული იარაღები, როგორიცაა ჯაგრისები და ღრუბლები ტოვებს ულამაზო ნაკაწრებს მგრძნობიარე უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე.
აბრაზიული მეთოდების ან ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში მეთოდების ალტერნატვაა ელექტროქიმიური წმენდა ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული ABICLEANER-ის მოწყობილობებით. ეს პროცესი ზედაპირზე მსუბუქად ზემოქმედებს, გარემოსთვის უსაფრთხოა და შესაძლებელია გამოყენებული იქნას მგრძნობიარე სტრუქტურის ზედაპირებზეც. ლითონის ზედაპირების ელექტროქიმიური წმენდის მეთოდით დამუშავებით მათი ორიგინალური გარეგნული მხარე ნარჩუნდება.
ელექტროქიმიური წმენდა – პროცედურა
ABICOR BINZELის მიერ დამზადებული ABICLEANER-ით ელექტროქიმიური წმენდის დროს, სპეციალური ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისი, რომელიც შედგება დაახლოებით 1,5, მილიონი ბოჭკოსგან, უნდა დაასველოთ ელექტროლიტში და ჩამოტაროთ საშემდუღებლო ნაკერის გასწვრივ. ამ პროცესში, წარმოიქმნება მილიონობით მიკრო რკალი, რომელიც შეესაბამება ჯაგრისის ბოჭკოების რაოდენობას და რომლებიც აშორებს საშემდუღებლო ნარჩენებს ლითონის ზედაპირიდან. წმენდა ხდება დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ამავე მოქმედებისას, ABICLEANER-ით დამუშავებული მეტალის ზედაპირის გაპასიურებაც ხდება. ამ გზით საშემდუღებლო ნაკერი კვლავ დაცულია კოროზიისგან.
ABICLEANER 800 (AC)
მცირე წონა, კომპაქტური ცვლადი დენის მოწყობილობა, რომელიც ანადგურებს ნადებს სწრაფად და ეფექტურად. ABICLEANER 800-ი იდეალურია ერთდროულად უჟანგავი ფოლადის საშემდუღებლო ნაკერების საწმენდად და უჟანგავი ფოლადის გაპასიურებისთვის და ყოველთვის უნდა იქონიოთ, მაგალითად, კიბის ლითონის მოაჯირების, აივნის მოაჯირების, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ფასადებისა თუ მილსადენებისა და საწარმოების მშენებლობისას წარმოებული საშემდუღებლო სამუშაოებისას.
ABICLEANER 1000 (AC/DC)
ABICLEANER 1000 არის ნამდვილი მულტიფუნქციური გენიალური საშუალება. ეს მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტროქიმიური წმენდისთვის, არა მხოლოდ ასუფთავებს და გაპასიურებს საშემდუღებლო ნაკერებს, არამედ ასევე აპრიალებს და უზრუნველყოფს კონდიცირებასა და ბზინვარებას. შენადუღის გაწმენდისა და გაპასიურების შემდეგ ABICLEANER 1000- ს ასევე შეუძლია შექმნას ლამაზი ლითონის ზედაპირი. ამიტომ ის შეუცვლელია ზეინკლებისთვის და ლითონის დამუშავებისთვის (გადამუშავებისთვის) სამედიცინო სფეროში.
ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისი - ABIBRUSH
ABIBRUSH -ის ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისს აქვს დაახლოებით 1,5 მილიონი ძალიან წვრილი ბოჭკო, რომლებიც შესაძლებელს ხდის მიუდგეთ ყველაზე ვიწრო და ძნელად მისადგომ ხვრელებსა და კუთხეებს. ჯაგრისის კბილების სიგრძე შეიძლება შეიცვალოს გამოყენების საჭიროებიდან გამომდინარე. ABIBRUSH-ის ჯაგრისი არის მხოლოდ ABICOR BINZEL-ის ნამდვილი პროდუქტი, შუაში მაგენტა ბოჭკოთი.
სახელური არის ერგონომიულად ფორმირებული და ამრიგად ის უზრუნველყოფს მომხმარებლის დაღლილობის თავიდან აცილებასაც, ისე რომ ჯაგრისის გამოყენება მოსახერხებელიც კი არის ხანგრძლივი მუშობისთვის.
სახელურზე ხრახნიანი დეტალი და ჯაგრისის ადაპტორი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან (1.4571), რომელიც ასევე მედეგია კოროზიის მიმართ.
საწმენდი ელექტროლიტი - ABICLEAN - ყველაფერი ერთ ხსნარში
ელექტროლიტის ხსნარი აუცილებელია ელექტროქიმიური წმენდის პროცესისთვის. საწმენდი სითხე, რომელიც გამოიყენება ABICLEANER-ის მოწყობილობებთან ერთად, არის ABICLEAN-ის უნივერსალური ელექტროლიტური ხსნარი. ის ძალიან ადვილად მოსახმარია, რადგან ანაცვლებს დამატებით საწმენდ ხსნარებს, რომლებიც ხშირად საჭიროა ხოლმე საშემდუღებლო ნაკერის მოსამზადებლად და საშემდუღებლო პროცესის დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ეს გაერთიანებულია ერთ პროდუქტში. უბრალოდ ჩაასხით ABICLEAN-ის მცირე რაოდენობა პლასტმასის კონტეინერში, რომელიც მოყვება პროდუქტს, დაასველეთ მასში ABIBRUSH-ის ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისი და წაუსვით ლითონის ზედაპირს წრიული მოძრაობებით. ზედაპირის დამუშავების შემდეგ, გამხსნელის ნარჩენები უბრალოდ უნდა ჩამოირეცხოს წყლით. ABICLEAN-ის საწმენდი ელექტროლიტი გამოიყენება ზედაპირის წმენდისა და გაპრიალებისთვის.
ვინაიდან ეს ელეტროლიტური ხსნარი არ შეიცავს წყალბადის ფტორიდის მჟავას, როგორც ჩვეულებრივი დეკაპირების საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია საშემდუღებლო ნაკერბისთვის, უსაფრთხოა მისი ტრასპორტირება, შენახვა გამოყენება და განადგურება.