ABICLEAN – საშემდუღებლო ნაკერის საწმენდი ელექტროლიტური ხსნარი
კოროზია ყოველთვის წარმოადგენს ლითონის დამუშავების პროცესის თანმდევ მოვლენას. ის პრობლემაა ასევე რკალურ შედუღებაშიც, რადგან მასალის თვისებები უნდა იქნას შენარჩუნებული. თუმცა, საშემდუღებლო პროცესში ხდება ამ თავისებურებების უგულებელყოფა საშემდუღებლო ნაკერის გასწვრივ. ამის მიზეზია ოქსიდის ფენა, რომელიც ფორმირდება ნადების სახით. ამის გამო საშემდუღებლო ნაკერებთან ლითონი ხდება მგრძნობიარე კოროზიის მიმართ და უნდა მოხდეს მისი მოცილება. ამასთანავე, ვიზუალური თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით, უჟანგავი ფოლადის შედუღებისას, აუცილებელია ოქსიდის ფენის მოშორება. ეს კეთდება რბილად და სწრაფად ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული ელექტროლიტური ხსნარით - ABICLEAN. ვის ენდომება ნაკაწრების ნაკვალევის დანახვა უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე?
ABICLEAN არის უნივერსალური ელექტროლიტური ხსნარი და გამოიყენება ABICOR BINZEL-ის ABICLEANER-ის მოწყობილობებთან ერთად საშემდუღებლო ნაკერების ელექტროქიმიური წმენდისთვის. ეს საწმენდი ელექტროლიტური ხსნარი ძალიან ადვილად გამოსაყენებელია. ბევრი ელექტროქიმიური საწმენდი მოწყობილობისთვის საჭიროა სხვადასხვა სითხეები, თავად მოწყობილობის გასაწმენდად, საშემდუღებლო ნაკერის მოსამზადებლად და საშემდუღებლო ნაკერის საბოლოოდ დასამუშავებლად. ABICOR BINZEL-ის ABICLEAN-ის ხსნარში ყველა ეს თვისება ერთად არის თავმოყრილი.
ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული ABICLEANER-ის მოწყობილობებსა და ABIBRUSH-ის ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისთან ერთად სწრაფად და რბილად შეგიძლიათ ერთდროულად, გაწმინდოთ და გააპასიუროთ ისეთი მგრძნობიარე ლითონები, როგორიც არის უჟანგავი ფოლადი. ABICLEANER 1000 საწმენდი მოწყობილობით შესაძლებელია ყველაზე მაღალი მგრძნობიარობის ლითონების ზედაპირების გაპრიალებაც.
უბრალოდ დაასველეთ ABICLEANER-ის სპეციალური ჯაგრისი - ABIBRUSH, ABICLEAN-ის უნივერსალურ ელექტროლიტურ ხსნარში და შეუდექით წმენდასა და გაპრიალებას.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
როგორ ყალიბდება ნადები შედუღებისას
საშემდუღებლო პროცესის დროს ხშირად ადგილი აქვს გაუფერულებას საშემდუღებლო ნაკერის გასწვრივ. ეს არის თერმული ოქსიდები, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ნადები. ეს გაუფერულება გამოწვეულია სიცხისა და ჟანგბადის ერთდროული ზემოქმედებით და ძირითადად, გავლენას ახდენს კოროზიის მიმართ რეზისტენტულობაზე, განსაკუთრებით უხვად ლეგირებულ მასალებში. მაგალითად, ინერტული აირის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღებისას (MIG), ინერტულ აირს - არგონს შეუძლია ნორმალური პასიური შრის შენარჩუნება, მაგრამ უჟანგავი ფოლადის შედუღებისას გახურება ცვლის მის ზედაპირს. ამ პროცესში ქრომი რეაქციაში შედის ნახშირბადთან და წარმოქმნის ქრომის კარბიდს, რის შემდეგაც შეუძლებელი ხდება კოროზიისგან დაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უჟანგავი ფოლადის ზედაპირი კოროზიისგან აღარ არის დაცული.
გარემო პირობებიდან გამომდინარე, ამ პროცესმა შესაძლებელია გამოიწვიოს ე.წ. შლადი კოროზია. მაგალითად, მარილიანმა წყალმა შესაძლებელია გამოიწვიოს წერტილოვანი შლა, რაც გაგრძელდება მასალის შიგნით.
ABICLEAN-ის გამოყენება
ABICLEAN-ის საწმენდი ელექტროლიტი წარმოდგენილი 1 ლიტრიან ბოთლებში მცირე ზომის, ცარიელ პლასტმასის კონტეინერთან ერთად. შენადუღის გაწმენდამდე ABICLEANER-ის მცირე რაოდენობა უნდა ჩაასხათ მეორე პლასტმასის კონტეინერში. ABIBRUSH-ის ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისი უნდა დაასველოთ ამ ხსნარში და გაწმინდოთ საშემდუღებლო ნაკერი წრიული მოძრაობებით. უბრალოდ დაასველეთ დასამუშავებელი ზედაპირი ჯაგრისით. გამოყენების შემდეგ საწმენდი ხსნარის ნარჩენები შესაძლებელია უბრალოდ ჩამოირეცხოს სუფთა წყლით და დამუშავებული ნაწილი გააშროთ ტილოთი. კარგი ის გახლავთ, რომ ABICLEAN-ს არ აქვს ისეთი ნარჩენები, როგორიცაა მაგალითად, არასასურველი ნალექი, რომელიც რჩება დეკაპირების შემდეგ.
გაპრიალება ხდება იგივე პრინციპით და ვიღებთ პრიალა ლითონის ზედაპირს.
ჩვეულებრივი დეკაპირების პასტებისგან განსხვავებით, ABICLEAN-ის ლექეტროლიტური საწმენდი ხსნარი არ შეიცავს ჰიდროფლორიდის მჟავას და ამასთანავე ადვილია მისი ტრანსპორტირება, შენახვა, გამოიყენება და განადგურება.
დეკაპირების ხსნარების ალტერნატივა
დეკაპირების პასტები ერთ-ერთი სტანდარტული საწმენდი საშუალებაა საშემდუღებლო ნაკერებისთვის, რომლებიც წარსულში ფართოდ გამოიყენებოდა. თუმცა, თანამედროვე მოთხოვნები უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და გარემოს დაცვის მიმართულებით მოითხოვს ალტერნატივებს. დეკაპირების პასტები კვლავაც გამოიყენება რადგან ისინი ძალიან კარგად ასუფთავებს ზედაპირს. თუმცა, მათი გამოყენება უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით, რადგან დაუშვებელია მათი მოხვედრა კანზე, ასევე არ შეიძლება მათი ანაორთქლის შესუნთქვა. ამ ყველაფერთან ერთად მათი გამოყენება ზედმეტ დროსაც გართმევთ, რადგან დაყენებას დიდი დრო სჭირდება. დეკაპირების პასტების ნარჩენები არა მხოლოდ უნდა ჩამოირეცხოს არამედ უნდა შესაბამისი წესით განადგურდეს.
ელექტროქიმიური წმენდა ABICOR BINZEL-ის ABICLEAN-ით საშემდუღებლო ნაკერის წმენდას უსაფრთხო და სწრაფ პროცესად აქცევს.
ABICLEANER-ის მოწყობილობით ელეტროქიმიური წმენდისთვის, ABICLEAN-ის საწმენდი ელექტროლიტის გარდა, ასევე გესაჭიროებათ ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისი, ხსნარის დასამუშავებელ ნაწილზე წასასმელად. ეს გახლავთ ABICOR BINZEL-ის ABIBRUSH-ი. ეს ნახშირბადის ბოჭკოს ჯაგრისი შედგება დაახლოებით 1,5 მილიონი ბოჭკოსგან, რომელთაგან თითოეული ქმნის ამდენივე მიკრო რკალს გამოყენებისას. ამ ქიმიური პროცესის მეშვეობით, ხდება შედუღების ისეთი ნარჩენების, როგორიცაა ნადები, მოშორება სწრაფად და რბილად და ამავდროულად, პირდაპირ აღდგება დამუშავებული ნაწილის კოროზიისგან დაცვის ფუნქცია. იგივე ვრცელდება ABICLEANER 1000 (AC/DC)-ით გაპრიალებაზე.
ABIBRUSH-ის საწმენდი ჯაგრისი - ABICOR BINZEL-ის ორიგინალი პროდუქტი, მხოლოდ მაგენტა ბოჭკოთი ცენტრში, განკუთვნილია ყველაზე რთულად მისადგომის ჭრილებისა და კუთხეების მისაწვდომად. ჯაგრისის წვერების სიგრძე შესაძლებელია ინდივიდუალურად იქნას მორგებული, კონკრეტული გამოყენებისთვის.
საწმენდი ჯაგრისის სახელური ერგონომიულად არის ფორმირებული და გავს საშემდუღებლო სანთურის სახელურს. განსაკუთრებით კომფორტულია დასაჭერად და ასევე ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ABIBRUSH -ის საწმენდი ჯაგრისის ცალკეული ნაწილები მედეგია მჟავის ზემოქმედების მიმართ. სახელურზე ხრახნიანი დეტალი და ჯაგრისის ადაპტერი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან (1.4571) და ჯაგრისის მიმაგრებული ნაწილი დამზადებულია მჟავისადმი მედეგი პლასტმასისგან (PTFE), რომელიც ასევე უძლებს მაღალ ტემპერატურასაც.