საშემდუღებლო ნაკერის დამუშავება
მოწყობილობები და ელექტროლიტური ხსნარი საშემდუღებლო ნაკერის წმენდისთვის
ნებისმიერი შემდუღებლისთვის ცნობილია, რომ შედუღების შემდეგ ლითონზე რჩება ულამაზო ნადები, როგორც MIG და MAG, ასევე TIG შედუღების შემდეგ. განსაკუთრებით მაღალი მგძრნობიარობის ლითონებს, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლამაზი ზედაპირი და ხშირ შემთხვევაში, ბზინვარებაც, დამუშავების შემდეგ. გარდა ამისა, ოქსიდური აპკი, რომელიც საშემდუღებლო პროცესის შემდეგ ქრება, აღდგენილი უნდა იქნას კოროზიის თავიდან არიდების მიზნით. როდესაც საქმე ეხება შედუღების შემდგომ დამუშავებას, საწმენდი საშუალების და მოწყობილობის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასურველი შედეგის მისაღებად და ამავდროულად, გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
ბაზარზე არის არაერთი განსხვავებული საშუალება და იარაღი. თუმცა, ჩვეულებრივი სახეხი იარაღები ზედმეტად უხეშია მგრძნობიარე ზედაპირებისთვის. დეკაპირების პასტები ასევე საშიშია გამოყენებისას და მათი განადგურებაც სპეციფიკური პროცესია. ABICLEANER-ის მოწყობილობებით და შესაბამისი ელქტროლიტური ხსნარით - ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული ABICLEAN-ით, საშემდუღებლო ნაკერის წმენდა სწრაფად და მარტივად და ეკომეგობრულად არის შესაძლებელია და ამასთანავე, შედეგებიც სრულიად მისაღებია.