მავთულის მიმწოდებელი მოწყობილობა ABIDRIVE V2
ABIDRIVE V2 – ზუსტი მავთულის მიწოდება პროფესიონალური საშემდუღებლო ნაკერის მისაღებად
ABICOR BINZEL-ის ახალი მავთულის მიმწოდებელი მოწყობილობა - ABIDRIVE V2 აღჭურვილია სპეციალური 4 როლერიანი ამძრავით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ზუსტ მავთულის მიწოდებას ხელით და ავტომატიზებულ TIG შედუღებისას. მარტივი მართვის მენიუს გათვალისწინებით მავთულის მიწოდების კონკრეტული ფუნქციების გამოყენება საკმაოდ მარტივია. ყოველი საშემდუღებლო ამოცანის შესრულებისას ფუნქციების დეტალური შერჩევის შესაძლებლობა უზრუნველყოფს სასურველი შედეგების მიღწევას.
ABITIG® GRIP 200 გაზით გაგრილებად ხელის TIG საშემდუღებლო სანთურებთან, სითხით გაგრილებად ABITIG® GRIP 260 W / 450 W TIG საშემდუღებლო სანთურებსა და სითხით გაგრილებად ABITIG® 260 W / 400 W / 500 W MT TIG ავტომატიზებულ საშემდუღებლო სანთურებთან ერთად, მავთულის მიწოდების მოწყობილობა - ABIDRIVE V2 ქმნის იდეალურ სისტემას გრძელი TIG ნაკერების შედუღებისთვის, მოკლე დროში, კომფორტულად და უსაფრთხოდ.
მავთულის მიწოდების სისტემა ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა TIG საშემდუღებლო მანქანაზე, მორგებადი საშუალო სადენების ნაკრების საშუალებით.
კომპაქტური და მტკიცე ABIDRIVE V2-ის უპირატესობები ერთი თვალის გადავლებით:
- მავთულების სიჩქარის მისადაგების შესაძლებლობა 0,2-დან 8,0 მ/წთ-მდე.
- 0,02მ/წთ ბიჯებით მავთულის სიჩქარის მარტივად შეცვლა
- 2 ამძრავიანი მავთულის მისაწოდებელი როლერი, მინიმალური სრიალითა და მაქსიმალურად სტაბილური მიწოდებით
- ცხელი მავთულის სისტემებში ინტეგრირების შესაძლებლობა
- ინდივიდუალურად მორგებადი მავთულის უკან გადახვევა
- მარტივად შესაცვლელი ინტერვალის ფუნქცია, ნაკერის ფორმისა და ოპტიკის განსასაზღვრად.
- სურვილის შესაბამისად, დისტანციური მართვა (პოტენციომეტრი ან ზემოთ/ქვემოთ), ავტომატიზებული TIG შედუღებისთვის
- კომერციული სტანდარტული მიერთებები/ სწრაფსახსნელი შეერთება
ტექნკური მონაცემები
ტიპი: | ABIDRIVE V2 (230 V) |
ABIDRIVE V2 (115 V) |
დამაკავშირებელი სამუშაო ძაბვა: |
230 V / 50 Hz ± 10% |
115 V / 50 Hz ± 10% |
საშემდუღებლო დენის ძალა: |
300 A |
300 A |
ამნთები (დაყოვნება): |
2 AT |
2 AT |
მავთულის სიჩქარე: |
0,2 – 8 მ/წთ |
0,2 – 8 მ/წთ |
მავთულის დიამეტრი: |
0,8 – 1,6 მმ |
0,8 – 1,6 მმ |
დაცვის კლასი: |
IP21s |
IP21s |
წონა: |
17 კგ |
17 კგ |
პარამეტრები |
674 x 260 x 408 |
674 x 260 x 408 |