ელექტროდის დამჭერები DE 2200 / DE 2300 / DE 2400 / DE 2500
მკაცრი კლასიკა …
ეს ელექტროდის დამჭერები გამოიყენება ელექტროდით ხელით შედუღებისას. ელექტროდით ხელით შედუღება ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მრავალმხრივი რკალური შედუღების ოპერაციაა, რომელიც დღესაც გამოიყენება. ის გამოირჩევა შედარებით ნაკლები ხარჯიანობით და ამავდროულად, უნივერსალური გამოყენების შესაძლებლობით. KURT HAUFE-ის ელექტროდის დამჭერები - “DE” უამრავჯერ არის გამოცდილი ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით მტკიცე კონსტრუქციის გამო, ოპტიმალურ იარაღს წარმოადგენს „ღია ცის ქვეშ მომუშავე პროფესიონალებისთვის“, მათ შორის გემთსაშენებში, მილსადენებისა და ხიდების მშენებლობაში.
სადენების ტრადიციული სამაგრით (ბუნიკით) დაკავშირებული ვერსიის გარდა, ახალი “K“ სერია გთავაზობთ შიშველი საშემდუღებლო სადენის პირდაპირ გადაგრეხილი შეერთების შესაძლებლობას .
განსაკუთრებული თავისებურებები:
- მაღლი გამძლეობის, მაღლი ტემპერატურისგან იზოლირებული სახელური
- მძიმე სამუშაოსთვის განკუთვნილი მექანიკური და თერმული საიზოლაციო მასალა
- უსაფრთხო ელექტროდების ძაბვა ოთხ ღარში
- ელექტროდებისა და საშემდუღებლო სადენების შეერთების დიდი არეალი
ტექნიკური მონაცემები
ტიპი | კატეგორია | ელექტროდები-Ø | საშემდუღებლო სადენი |
საერთებელი ჭანჭიკი2) |
|
60% მუდმივ დენზე |
35% მუდმივ დენზე |
||||
DE 2200 / K 1) | 200 A | 250 A | 2,0 - 4,0 მმ | 25 / 35 მმ2 | M8 |
DE 2300 / K 1) | 300 A | 400 A | 2,0 - 6,3 მმ | 35 / 70 მმ2 | M8 |
DE 2400 / K 1) | 400 A | 500 A | 4,0 - 8,0 მმ | 50 / 95 მმ2 | M10 |
DE 2500 / K 1) | 500 A | 600 A | 4,0 - 10,0 მმ | 70 / 120 მმ2 | M10 |
1) K = ჩამჭერით მიერთება ბუნიკის მეშვეობით
2) კაბელების სამაგრისთვის