პროდუქტის მიმოხილვა
ხელით შედუღება
MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები
მსუბუქი წონის საშემდუღებლო სანთურები, საიმედო დაწოლა-გამოქაჩვის სანთურები, ეფექტური კვამლის ექსტრაქციის სანთურები, სანთურები სწრაფად შესაცვლელი სანთურის ყელით, „უმაგრესი“ სათადარიგო ნაწილებით. აქ ნებისმიერი შედუღების სპეციალისტი იპოვის შესაფერის სანთურს.
TIG საშემდუღებლო სანთურები
მოქნილი, კომპაქტური, მტკიცე, გამოცდილი, ნაკლებად ხარჯიანი - ეს TIG საშემდუღებლო სანთურები აღწევს საუკეთესო შედეგებს და უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს. პროდუქტები „ნამდვილი ექსპერტებისთვის“.
პლაზმური საშემდუღებლო სანთურები
ათთვის, ვისაც ესაჭიროება დიდი რაოდენობები და ოპტიკურად უნაკლო შედუღების ნაკერი. ეს პლაზმური საშემდუღებლო სანთურები უზრუნველყოფს საკმაოდ კონცენტრირებული ენერგიის მიწოდებას, საიმედოობას და სტაბილურობას. გარდა ამისა, ისინი ყოვლისშემძლეებად არიან ცნობილი.
კონფიგურატორი
თითოეული ხელის საშემდურებლო სანთური წარმოადგენს შემდუღებლის ხელის გაგრძელებას. იდეალური საშემდუღებლო სანთური მნიშვნელოვანია როგორც პირადად თქვენთვის, ასევე, საშემდუღებლო ამოცანისთვისაც. ჩვენი კონფიგურატორების საშუალებით, გეძლევათ შესაძლებლობა თავად განსაზღვროთ თქვენი TIG საშემდუღებლო სანთურების კონფიგურაცია.
გამწოვი ტექნოლოგიები
კვამლის გამწოვი სისტემები
ნახეთ, ჩვენი ხელით მუშაობისთვის განკუთვნილი მაღალეფექტური მობილური კვამლის გამწოვი მოწყობილობები. კვამლის გამწოვ სანთურთან მისაერთებელი ან გამწოვი მხრით დაკავშირებული. ასევე, დადასტურებული W3 სერთიფიკატით.
კვამლის გამწოვი სანთურები
ეს საშემდუღებლო სანთურები იწოვს მავნე კვამლს პირდაპირ წყაროდან და ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შემდუღებლის ჯანმრთელობის დაცვაში. სწრაფი შეწოვის ფუნქციის გამო ეს სანთურები სრულად შეესაბამება რეგულაციებს.
xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატი
ეს დამატება გაწოვის წყაროსთვის წარმოადგენს იდეალურ დამატებას ყველა ავტომატური საშემდუღებლო ნაწილაკების კვამლის გაწოვისთვის. მისი მიმაგრება შესაძლებელია MIG/MAG სამრეწველო ავტომატურ სანთურზე რამდენიმე მარტივი მოქმედებით და იღებს საშემდუღებლო კვამლს პირდაპირ წყაროს წერტილიდან.
რობოტული სისტემები
რობოტული შედუღების სანთურები
სწრაფად შეცვლადი სანთურის ყელით, მაქსიმალური TCP (ინსტრუმენტის ცენტრალური პუნქტი) უსაფრთხოებით, მავთულის სანდო მიწოდებით, სპეციალური ავარიული სტაბილურობით, საუკეთესო მისაწვდომობით - სექციაში, თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ რობოტული შედუღებისთვის, საწყისი დონის სანთურებიდან უმაღლესი მოთხოვნების მქონე შედუღებამდე.
რობოტის პერიფერია
რა გჭირდებათ თქვენი საშემდუღებლო რობოტის სრულყოფისთვის? აქ თქვენ იპოვით ABICOR BINZEL-ის რობოტის სადგამებს, მავთულის მიწოდების სისტემებს, სანთურის საწმენდ პუნქტებს, შეცვლის პუნქტებს, მავთულის საჭრელ მოწყობილობებს, შეფრქვევის აგრეგატებსა და ბევრ სხვა რამეს.
რობოტის ენერგიის წყარო
სანდო, ძლიერი ენერგიის წყარო რობოტებისთვის ან რობოტული შედუღების საშემდუღებლო აღჭურვილობისთვის - ან თუნდაც რობოტული შედუღების პატარა ბოქსებისთვის. დარწმუნდით ახლავე!
კობოტები
როცა ადამიანებსა და რობოტებს ძალიან ახლო კომუნიკაცია აქვთ, ეს სისტემური გადაწყვეტა გთავაზობთ მარტივ პროგრამულ აპლიკაციებს და ძალიან კარგი ხარისხის შედეგებს. მცირე სერიული ზომების რობოტული შედუღება ასეთი მარტივი და ამავდროულად ხარჯეფექტური არასოდეს ყოფილა.
კოჭიანი საშემდუღებლო რობოტი SWR
ამ ტიპის პირველი საშემდუღებლო გადაწყვეტა მილისა და მაღალი წნევის ჭურჭლის შედუღებისთვის შექმნილია მაქსიმალური წარმადობისთვის, IoT, სივრცისა და რკალის დროის ეფექტურობისთვის.
მავთულის მიწოდების სისტემა
სწრაფი და ზუსტი კონტროლი მაღალი სიზუსტის ლაზერული აპლიკაციებისთვის, მავთულის მიწოდება ფაქტიურად ხახუნის გარეშე და მცირე ტექნიკური მომსახურება და სამომავლოდ გაცილებით მეტს შემოგთავაზებთ მავთულის მიწოდების ამ სისტემით.
სენსორები
აქტიურად ზოგავს გაზის მოხმარებას და ამცირებს ხარჯებს ABICOR BINZEL-ის შესაბამისი სენსორებით.
ლაზერული სისტემები
დისტანციური ლაზერული სკანერი
არ გსურთ გარისკვა ავტომანქანის ნაწილების, როგორიცაა მანქანის კარები, სავარძლები და აკუმულატორის ბოქსები, შედუღებისას, ან გსურთ უზრუნველყოთ ეკონომიური ლაზერული შედუღების შეერთებები მაღალი მდგრადობითა და სანდო ენერგიის გადაცემით, ბატარეებისა და ელექტრული ძრავების წარმოებისას? მოიძიეთ აქ მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტები დისტანციური ლაზერული შედუღებისთვის საავტომობილო ინდუსტრიაში.
ტაქტილური ლაზერული ოპტიკა
როცა საჭიროა ლაზერის მაღალი სიმძლავრის სიმკვრივის გარდაქმნა სიჩქარედ ღრეჩოების სანდოდ და ეკონომიურად შეერთებისთვის, საჭიროა შემავსებლით ლაზერული რჩილვა და ლაზერული შედუღება. გაიგეთ მეტი მოქნილი ლაზერული ოპტიკის შესახებ მანქანის კორპუსის კონსტრუქციისთვის, აკუმულატორის ბოქსებისთვის, აკუმულატორის ბატარეის კრონშტაინებისა და ხუფებისთვის, ასევე, ფურგონებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კონსტრუქციისთვის.
მავთულის მიწოდების სისტემები
უმაღლესი სიზუსტის, მავთულის სწრაფი მიწოდების სისტემებით საავტომობილო კონსტრუქციაში ლაზერული შედუღებისა და ლაზერული რჩილვისთვის, უმაღლესი სიზუსტის, მავთულის სწრაფი მიწოდების სისტემებით თქვენ მუშაობთ უსაფრთხოდ. ნაკერის ნიმუშში წყვეტილები და გამოშვერები წარსულში დარჩა.
პროცესის მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფა
თუ გსურთ თქვენს საწარმოო პროცესებში შეამციროთ ძვირიანი ხელახალი დამუშავება ან ჯართი, თქვენ იპოვით შესაბამის გადაწყვეტას პროცესის მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის მოცემულ პროდუქტებში. თუ გსურთ თქვენი სარგებლიანობის გაზრდა, დაეყრდენით ხარისხს - და არა შანსს.
ორბიტალური შედუღება
ორბიტული შედუღების სისტემა ABIBUG® 300
მილების შედუღება დაძაბული პოზის გარეშე და მუდმივად კარგი ხარისხით ხდება მარტივი და უსაფრთხო საკითხი ამ საშემდუღებლო ტრაქტორით.
პოზიციონირების რგოლები
როდესაც ავტომატურ საშემდუღებლო ტრაქტორს ესაჭიროება ორი მილის შედუღების ნაკერზე შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გასრიალება, ეს მტკიცე პოზიციონირების რგოლები უბრალოდ აუცილებელი რამაა.
დანაფარიანი კონტაქტის წვერები
მათი სპეციფიკური ფორმებითა და დანაფარებით, ეს სპეციალური კონტაქტის წვერები ვიწრო ღრეჩოს შედუღებას, როგორც მილების დაკავშირების შემთხვევაში, ეფექტურსა და უსაფრთხოს ხდის.
მძიმე ავტომატიზაცია
ABICAR საშემდუღებლო ტრაქტორები
ნაწილობრივ ავტომატური გადაწყვეტა ყველასთვის, ვისაც სურს მექანიზირება და ამავდროულად მოქნილობა. ამ საშემდუღებლო ტრაქტორებით, ხარჯები, დრო და ხარისხი ოპტიმალურად კოორდინირებულია.
ABICAR POWER PAK
ეს სრული გადაწყვეტა კიდევ უფრო აადვილებს გრძელი ნაკერების შედუღებას. საშემდუღებლო ტრაქტორი, მანუალური სანთურა, TCP (ინსტრუმენტის ცენტრალური პუნქტი) მომჭერი და საშემდუღებლო მოწყობილობა მავთულის მიმწოდებელი აგრეგატით - ოპტიმალურად კოორდინირებულ სამუშაო კომბინაციაში. ეს ვერ იქნება კიდევ უფრო მარტივი.
აქსესუარები
ვოლფრამის ელექტროდები
შედუღების საუკეთესო შედეგებისთვის
ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღებისთვის (TIG), უდნობი, მაღალი ტემპერატურისადმი გამძლე ვოლფრამის ელექტროდი, რომელიც მოყვება სანთურს, ასევე ენერგიის წყარო და ინერტული გაზი არის ოპტიმალური შედეგების მიღწევის მთავარი ფაქტორიმაჩვენე ელექტროდები
BIKOX® -ის საშუალო სადენი
მცირე წონიანი სადენების ნაკრები, დენის წყაროსა და შედუღების სამუშაო ადგილს შორის გრძელი მანძილისთვის. 40%-ით უფრო მსუბუქია ვიდრე ბაზარზე არსებული სტანდარტული სადენები.
შტეფსელის როზეტები და ჩანგლები
უსაფრთხო და სწრაფი მიერთება, ადვილად ასაწყობი, ძალიან კარგი დენის გადაცემა. ეს როზეტები და ჩანგლები მაქსიმალურად ფუნქციური და საიმედოა.
ელექტროდის დამჭერები, საჭრელი სანთურები და საჭრელი ელექტროდები
აქ იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ ხელის ელექტროდით შედუღებისა და ჭრისთვის. იდეალურია გემთსაშენებში, ხიდების მშენებლობებსა და სხვა ღია ცის ქვეშ შესასრულებელ სამუშაოებში გამოსაყენებლად. დამატებით მოყვება შესაბამისი ნახშირის ელექტროდები.
გაყვანილობები და იარაღები
აქსესუარები პროფესიონალებისთვის
პროფესიონალური აქსესუარები ზრდის სანთურის წარმადობასა და საიმედოობას. იდეალურად მორგებისას იქმნება საფუძველი ფუნქციური უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი მოხმარებისთვის.მაჩვენე აქსესუარები
გამაგრილებელი და მავთულის მიმწოდებელი მოწყობილობები
ამ განყოფილებას კარგად უნდა დააკვირდეთ, თუ გესაჭიროებათ სანთურის სისტემების გაგრილება ან მათი გამოიყენება მოითხოვს საიმედო და ზუსტ მავთულის მიწოდებას.
საშემდუღებლო ნაკერის დამუშავება
ამ მოწყობილობებითა და ელექტროლიტური ხსნარებით არა მხოლოდ ადვილად და სწრაფად არის შესაძლებელი საშემდუღებლო ნაკერის გაწმენდა, არამედ მათი საშუალებით შეგიძლიათ გააპრიალოთ და ჟანგისგან დასაცავად დაამუშაოთ მგრძნობიარე ლითონის ზედაპირებიც კი, მხოლოდ ერთი მოქმედებით.
საშემდუღებლო ქიმიკატები
ABICOR BINZEL -ის საშემდუღებლო ქიმიკატებით თქვენ აღმოჩნდებით უსაფრთხო გარემოში, როდესაც დაგჭირდებათ ეფექტური დაცვა ლითონის შხეფების მიწებების, მათი სადმე შეღწევისა, თუ სანთურის სათანადო გაგრილებისას. ადვილად გამოსაყენებელია და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.