ABICOR BINZEL-ი – შედუღებისა და ჭრის ტექნოლოგიების ექსპერტები
ძლიერი პარტნიორი შედუღებასა და დაჭრაში
Alexander Binzel Schweisstechnik GmbH & Co. KG -ი, როგორც ABICOR BINZEL-ის ოჯახის ბრენდის წარმომადგენელი წამყვანი საერთაშრისო სპეციალისტი და ტექნოლოგიების შემქმნელია საშემდუღებლო და ჭრის ტექნოლოგიების მიმართულებით. მაღალი ხარისხი, ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტილებები გამოიყენება მრავალი დანიშნულებით, არაერთ სფეროში. აქცენტი ყოველთვის კეთდება მომხმარებლებზე და მათ სპეციალურ საშემდუღებლო ამოცანებზე. მკვეთრი სამრეწველო ორიენტაციით, პროცესზე ორიენტირებული პროდუქტებითა და მთელს მსოფლიოში გავრცელებული მომსახურების ქსელით, ABICOR BINZEL-ი ერთ-ერთი უპირველესი ადრესატია შედუღებისა და ჭრის მომსახურეობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საშემდუღებლო ტექნოლოგია, დამცავი გაზით, ხელისა და რობოტული შედუღებისთვის
ABICOR BINZEL-ი ქმნის და აწარმოებს ერგონომიულ ხელის საშემდუღებლო სანთურებსა და მაღალეფექტურ რობოტულ საშემდუღებლო სისტემებს თითქმის ყველანაირი მასალის, დასამუშავებელი საგნისა თუ ამოცანისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა MIG/MAG, TIG და პლაზმური შედუღებისთვის განკუთვნილ საშემდუღებლო სანთურებსა და ასევე, პლაზმურ ჭრას. გარდა ამისა, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ შესაფერის გადაწყვეტილებებს ნაწილობრივ და სრულად ავტომატიზებული საშემდუღებლო პროცესებისთვის და ასევე აქსესუარების ფართო არჩევანს.
ხელის მოწყობილობები
MIG/MAG შედუღება, TIG შედუღება, პლაზმური შედუღება და ჭრა, სანთურები, საშემდუღებლო კვამლის შეწოვის ფუნქციით, მცირე წონიანი საშემდუღებლო სანთურები, განსაკუთრებით მტკიცე სანთურები, მაღალი მოქნილობის საშემდუღებლო სანთურები, სანთურები „ექსტრა გამძლეობის“ ცვეთადი ნაწილებით - ხელით შედუღების სანთურების ეს ჩამონათვალი ყოველი შემდუღებლის გულისცემას აძლიერებს. თქვენც გადაეშვით ამ სიამოვნებაში!
რობოტული სისტემები
ABICOR BINZEL-ის რობოტული საშემდუღებლო სანთურებით შეგიძლიათ უფრო დიდხანს აწარმოოთ შედუღება, მოცდენის გარეშე, წამებში შეცვალოთ საშემდუღებლო დავალება, გაუძლოთ ყველაზე მკაცრ პირობებს და უზრუნველყოთ იარაღის ცენტრალური ნაწილის (TCP ) მაქსიმალური უსაფრთხოება, დაზიანების შემთხვევაში. საწყისი დონის სანთურიდან დაწყებული ყოველმხრივი მოწყობილობების ჩათვლით, შეგიძლიათ ყველაფერი მოიძიოთ ჩვენთან, რაც გააბედნიერებს შემდუღებელსა და მომხმარებელს. საიმედო, ძლიერი, დაცული პროცესი. თავად დარწმუნდით!
გამწოვი ტექნოლოგია
საშემდუღებლო კვამლის გამწოვი მოწყობილობები ამჟამად წარმოადგენს ნებისმიერი თანამედროვე საშემდუღებლო ოპერაციის განუყოფელ ნაწილს. ABICOR BINZEL-ში თქვენ შეხვდებით აღიარებულ საშემდუღებლო კვამლის გამწოვ ტექნოლოგიას, დაწყებული კომპაქტური კვამლის გამწოვი სისტემით - FES-200, W3 სერთიფიკატით დადასტურებული და მის გარეშე, დამთავრებული კვამლის გამწოვი სისტემით - FEC და ახალი xFUME®-ის სერიით, რომელსაც აქვს ერთიდან ოთხამდე კვამლის გამწოვი სანთურის მიერთების ფუნქცია ან გამწოვი მობილური ყოველმხრივი მხრები. გთხოვთ, იხილოთ მიმოხილვა!
აქსესუარები
სწორად შერჩეული საშემდუღებლო აქსესუარებით შედუღება ნამდვილ ვნებად იქცევა: შტეფსელის როზეტები და ჩანგლები, ელექტროდის დამჭერები, საჭრელი ელექტროდები და ნახშირის ელექტროდები, საშემდუღებლო იარაღები, ცირკულარული გამაგრილებელი მოწყობილობები, მავთულის მიმწოდებლები, ვოლფრამის ელექტროდები და ასევე, საშემდუღებლო ქიმიკატები - ამ ყველაფერს ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ. არანაირი გამოწვევა არ იქნება ზედმეტად დიდი და არანაირი სამუშაო არ იქნება ზედმეტად რთული. ახლოს გაეცანით დიდი მრავალფეროვნებას!