საშემდუღებლო ლაბორატორია ARCLab-ი
ხვალინდელი დღის ლაბორატორია: შიდა კვლევების ლაბორატორია ARCLab-ი
ბევრი საშემდუღებლო ტექნოლოგიური კომპანია ისურვებდა ჰქონოდა საკუთარი კვლევისა და განვითარებისთვის განკუთვნილი შენობა, როგორიც არის ABICOR BINZEL-ის ARCLab-ი. ARCLab-ი ნიშნავს „ლაბრატორიების გაფართოებული კვლევის ცენტრს (»Advanced Research Center of Laboratories«), სადაც არის განსაკუთრებული ლაბორატორიული გარემო. მას აქვს სამი ლოკალური ლაბორატორია მსოფლიოს მასშტაბით. 15 მაღალკვალიფიციური გამომცდელი ინჟინერი და გამომცდელი ტექნოკოსები, მრავალწლიანი გამოცდილებით, მუშაობენ სპეციალურ ლაბორატორიულ სივრცეში, რომელიც განლაგებულია დაახლოებით 1200 კვადრატულ მეტრზე. აქ ხდება არა მხოლოდ შიდა გამოყენების ხელისა და რობოტული საშემდუღებლო სანთურებისა და ავტომატიზებული შედუღებისთვის საჭირო პერიფერიული რობოტული სისტემების ინტენსიური ტესტირება, არამედ ასევე მოწმდება საერთაშორისო კონკურენტების პროდუქციაც.
განვითარება არის ARCLab-ის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ვინაიდან არაფერია უფრო ამაღელვებელი, ვიდრე ისედაც უკვე საკმაოდ მაღალი დონის MIG/MAG შედუღების, TIG შედუღებისა და პლაზმური შედუღებისა და ჭრის ტექნოლოგიების სამომავლოდ კიდევ უფრო მომხმარებელზე მორგებულ და ეფექტურ ტექნოლოგიად გადაქცევა
შიგნიდან გარეთ: ანალიზი, შემოწმება, დადასტურება
ARCLab-ში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროდუქტზე, რომელიც ეტაპებს გადის შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- თერმული თავისებურებები
- მექანიკური თავისებურებები
- ელექტრო მახასიათებლები
- ქიმიური მახასიათებლები
- წარმოების თავისებურებები
- დამცავი გაზის თავისებურებები
- პროცესთან დაკავშირებული მახასიათებლები
100 საზომი, სატესტო და ანალიზის სისტემა სანთურებისა და სათადარიგო ნაწილებისთვის
მხოლოდ ბუსეკის საწარმოში ცალკე ARCLab-ის თანამშრომლებს აქვთ დაახლოებით 100-მდე სატესტო სისტემა, გაზომვების, შემოწმებებისა და ანალიზების ჩასატარებლად. მათი უმეტესი ნაწილი კომპანიის შიგნით არის შემუშავებული, რადგან ასეთი სატესტო სისტემა ჩვეულებრივ, არ არის ხელმისაწვდომი „თაროდან“. საყოველთაოდ ცნობილი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ხშირად ერთვებიან ასეთი სატესტო მოწყობილობების შემუშავების პროცესში.
ARCLab-ის მიზნები
სპეციალური სატესტო მოწყობილობები და ლაბორატორიის თანამშრომელთა მრავალწლიანი ნოუ-ჰაუ იძლევა შემოწმებული სატესტო ნიმუშების სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების ღრმად შესწავლის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს როგორც ჩვენი პროდუქციის მუშაობის განვითარებაში, ასევე კონკურენტი სისტემების ანალიზის პროცესშიც.
ლაბორატორიის შედეგები და აღმოჩენები ამ მხრივ, ეხმარება დეველოპერებისა და დიზაინერების მუშაობას განვითარებაზე. გარდა ამისა, ეს გამრავლებადი ლაბორატორიული მონაცემები ხშირად გამოიყენება ადგილზე მომხმარებლებთან სიღრმისეული ტექნიკური განხილვებისას.
ARCLab-ის შემოწმების ფარგლები
ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენებია განსაკუთრებული სატესტო მოწყობილობების რამდენიმე მაგალითი:
- MIG/MAG, TIG და პლაზმური ტესტი კეთდება 1000 ამპერამდე დენით შედუღებაზე, რაც მნიშვნელოვანია ავტომატიზებული შედუღებისთვის, მაღალი დნობის მაჩვენებლით და ხანგრძლივი დატვირთვის კოეფიციენტით, რაც გამოიყენება, მაგ. გემთმშენებლობაში, მძიმე სამუშაოების კრანების მშენებლობაში და მილსადენების მშენებლობაში
- პარალელური გრძელვადიანი ტესტები, მაგალითად, სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის საშემდუღებლო სანთურების ნაწილების ანალიზისა და შედარებისთვის
- ავტომატიზებული ანთების ტესტების სერია გრძელვადიან ტესტებში - 24 საათამდე პერიოდის ზემოთ მრავალცვლიანი ოპერაციების სიმულირებისთვის
- რობოტულ სანთურებში მოძრაობის ტრაექტორიის მორგება - სადენების ნაკრებებისა და მათი ინდივიდუალური ნაწილების გამძლეობის შემოწმება, გამოყენებული რობოტის ტიპის მიხედვით.
- მთლიანი ფუნქციონალური ჯგუფების შემოწმება რობოტულ შედუღებაში, რაც მოიცავს საწმენდ მოწყობილობებს, დამცავი გაზის მიმწოდებელ ელექტრონულ და დენზე მომუშავე საკონტროლო სისტემებსა და საავარიო გამოცდების სერიებს, სანთურის კონფიგურაციის მიხედვით.
- სადენების ნაკრებებისა და ინდივიდუალური სანთურების ინტერფეისის ელასტიურობის შემოწმება
- საშემდუღებლო სანთურის ნაწილების შემოწმება მძიმე გარემო პირობებში, როგორიცაა მაღალი სიმხურვალის არეკვლა, მაღალი ულტრაიისფერი დასხივება, მაღალი ოზონით დაბინძურება და სხვ.
- სანთურის სრული სისტემების თერმული სურათი აჩვენებს სიმხურვალის კრიტიკულ გავრცელებას, ოპტიმიზაციის პოტენციალის გათვალისწინებით პროცესის პირობებში.
- მაღალსიჩქარიანი საზომი სისტემები სინქრონიზებულია თავიანთ ვიდეო და საზომ მონაცემებთან და უზრუნველყოფს ზუსტი, საიმედო მონაცემების მოწოდებას სანთურის სისტემების ზემოქმედებაზე საშემდუღებლო პროცესზე.
- გაზის ნაკადების ვიზუალიზაცია ე.წ. შლირენის ტესტით - რა თქმა უნდა, პროცესის პირობებში.
ARCLab-ის განსაკუთრებული ფუნქციები
ARCLab-ში არსებულ სტანდარტზე ნამდვილად შეუძლებელია საუბარი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ყველა გამოყენებული სატესტო მოწყობილობის ერთი განსაკუთრებული თავისებურება, რომელიც არ მოიძებნება რომელიმე სხვა საშემდუღებლო სატესტო ლაბორატორიაში. ეს გახლავთ სრულად ავტომატიზებული, რობოტის დახმარებით მომუშავე, MIG/MAG სატესტო სისტემა, რომელიც იძლევა უწყვეტი შედუღების საშუალებას, მუდმივი ნაწილებით 100% -მდე დატვირთვის კოეფიციენტით, რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს არის თვითგანვითარებადი ორმაგი სატესტო სისტემა, ინტეგრირებული საზომი და ანალიზის სისტემებით, შედუღებისა და დამცავი გაზის ტესტირებისთვის, რომლითაც შესაძლებელია იდეალური შედარების ჩატარება საკუთარ პროდუქტებსა და ბაზრის სხვა პროვაიდერების სისტემებს შორის.
სამი ლაბორატორია მსოფლიოს მასშტაბით
ABICOR BINZEL -ი მსოფლიოს მასშტაბით ამუშავებს სამ ლაბორატორიას. ძირითადი ლოკაციის გარდა, რომელიც გერმანიაში, ალტენ-ბუსეკში მდებარეობს, ARCLab-ები ასევე მოწყობილია ინდოეთსა და ჩინეთში.
ARCLab-ის მთავარი საკითხები:
- ABICOR BINZEL-ის პროდუქციის აღიარების ტესტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- ხელის სანთურის სისტემები, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
- რობოტული სანთურის სისტემები და პერიფერიული მოწყობილობები, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
- სანთურის ანალიზი ABICOR BINZEL-ის სტანდარტის მიხედვით
- რობოტული პერიფერიული სისტემების ანალიზი, ABICOR BINZEL-ის სტანდარტის მიხედვით
- მატერიალური კვლევები
ARCLab-ი ჩინეთში და მისი დაქვემდებარებული განვითარების ლაბორატორია შესაძლებლობას იძლევა შიდა სამუშაოები შემოწმდეს ადგილზევე, რაც მთლიანობაში გვაძლევს ერთიან სურათს, სხვადასხვა აქცენტებით. ამ კვლევების მიზანია აღწეროს სხვადასხვა ტექნიკური თავისებურებები ისე ამომწურავად, რომ წარმოჩენილი იქნას დასრულებული ტექნიკური სურათი, რომელიც სრულად ასახავს დადებით და უარყოფით მხარეებს. ეს ყველაფერი საჭიროებს ინტენსიურ მუშაობას და საკმარის ნოუ-ჰაუს.
ტესტირება საერთაშორისო სტანდარტებისა და ABICOR BINZEL-ის სტანდარტის მიხედვით
სანამ პროდუქტი დატოვებს ARCLab-ს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ის აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თერმული, მექანიკური და ელექტრონული მახასიათებლებით. შემოწმების ანგარიშში მოცემულია შედეგები და პროდუქტი სერტიფიცირებულია, როდესაც დასტურდება შესაბამისობა მომხმარებლის მოთხოვნებთან.
თუმცა ABICOR BINZEL-ი უფრო შორს მიდის და სცდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, როდესაც ტესტირებას ატარებს ABICOR BINZEL-ის სტანდარტის მიხედვით. ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, ARCLab მჭიდროდ თანამშრომლობს ABICOR BINZEL-ის გლობალურად წარმოდგენილ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ცენტრებთან (ITCs) და ამოწმებს სისტემებს მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით.
ინფორმაცია უშუალოდ საშემდუღებლო ოპერატორებისთვის
ინერტული გაზისა და პროცესთან დაკავშირებული სანთურის ანალიზები ტარდება ARCLab-ში მომხმარებლის სპეციფიკისა და პროცესის პირობების გათვალისწინებით. პროცესის ჯაჭვის დასრულების შემდეგ შედეგების მაჩვენებლები მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად ინფორმაციას, რომელიც მისი განაცხადის რეალურ დამატებულ ღირებულებას. ყველაფრის შემდეგ მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ: უნაკლო საშემდუღებლო ნაკერი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს